დავით რიჟვაძე, რომელიც მთავარი ბრალდებული უნდა იყოს ზედამხედველობს გამოძიებას - კირთაძე

27.11.21 14:54
დავით რიჟვაძე, რომელიც მთავარი ბრალდებული უნდა იყოს ზედამხედველობს გამოძიებას - კირთაძე

ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, "ნაციონალური მოძრაობის"  წევრის ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე მისი თანაპარტიელი გიორგი კირთაძე გამოიკითხა. გამოკითხვის შემდეგ გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ის გამოძიებას არ ენდობა, რადგან ის პირი, რომელიც მთავარი ბრალებული უნდა იყოს გამოძიების პროცესს წარმართავას. 

აინტერესებდათ მეხსიერების ბარათი, რომელიც გამოძიებას გადავეცი ნამდვილად იყო თუ არა ორიგინალი, ზუსტად ის რაც გადმომცა ბატონმა ნუგზარმა. მე ვადასტურებ, რომ ის მასალა, რაც გადავეცით, არის ზუსტად ორიგინალი და ის მასალა, სრული ჩანაწერი, რაც ბატონმა ნუგზარმა გადმომცა. გამოკითხვას მიტარებენ და ზემოთ სართულზე ზის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით რიჟვაძე, რომელიც მთავარი ბრალებული უნდა იყოს  წესით, დავით რიჟვაძის ზედამხედველობით მიმდინარეობს ამ საქმის გამოძიება. ამიტომ ნდობა არის ნულოვანი", - ამბობს გიორგი კირთაძე.

გიორგი კირთაძის გარდა სამმართველოში ასევე დაიკითხნენ ენმ-ს სხვა წევრები - ელგუჯა ბაგრატიონი და მირდატ ქამადაძე. 

ბათუმის სკარებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. თანაპარტიელების და ოჯახის ინფორმაციით,ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახორციელებდა და 100 000 დოლარის სანაცვლოდ ენმ-ს დატოვებას აიძულებდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ფუტკარაძემ  ზეწოლას ვერ გაუძლო და გულის შეტევით გარდაიცვალა.  გიორგი კირთაძის თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა და გადაბირების მცდელობა თორნიკე რიჟვაძის მამის,  დავით რიჟვაძის დავალებით ხდებობდა, თავად პროცესში კი  ორი ყოფილი ძალოვანი, ვაჟა თაბაქიძე და ბადრი ბაკურიძე მონაწილეობდა.  

მსგავსი სიახლეები