„ჩვენ ამას ვერ ვაკონტროლებთ“ - შარმანაშვილი ვერ ამბობს, გადის თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი რუსეთში

17.08.26 15:41
„ჩვენ ამას ვერ ვაკონტროლებთ“ - შარმანაშვილი ვერ ამბობს, გადის თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი რუსეთში

"ოცნების" დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი გადაჭრით ვერ ამბობს, გავიდა თუ არა საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში შესული საწვავი რუსეთში. დეპუტატის თქმით, დე ფაქტო ხელისუფლებას "ოცნება" ვერ აკონტროლებს, თუმცა მიიჩნევენ, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს უნდა დაეხმარონ.

ვიცი, რომ მიდის, უფორ მეტი უნდა მიდიოდეს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვაკონტროლებთ, - ამბობს შარმანაშვილი. 

თქვენ ძალიან კარგად გესმით, რომ იქ ხელისუფლებას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, საქართველოს ხელისუფლება თავის იურისდიქციას იქ ვერ ახორციელებს და პასუხისმგებლობასაც ვერ იღებს. რა ვქნათ?

რუსეთს თავისი ბენზინიც აქვს და არ დასჭირდება...

რა ვქნათ ახლა, სხვა ხელისუფლება რომ არის, გავწიროთ ხალხი შიმშილისთვის? რა ვქნათ ახლა ჩვენ? ვიცი, რომ მიდის, უფრო მეტი უნდა მიდიოდეს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვაკონტროლებთ, - ამბობს შარმანაშვილი. 

სამეგრელოდან ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი შესაძლოა ფსოუს გავლით რუსეთში გადიოდეს - ამის შესახებ აფხაზურ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ადგილობრივები წერენ. საწვავის მწვავე დეფიციტით უკმაყოფილო მოქალაქეები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეტანილი ბენზინი ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებამდე არ აღწევს და კითხულობენ, სად მიდის რეგიონში შემოტანილი საწვავი.

მსგავსი სიახლეები