სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ემპათიას" კონსილიუმი გორის ჰოსპიტალში შევიდა

27.11.21 15:06
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ემპათიას" კონსილიუმი გორის ჰოსპიტალში შევიდა

ცენტრ "ემპათიას" კონსილიუმი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შევიდა. მარიამ ჯიშკარიანი სხვადასხვა პროფილის 8 ექიმთან ერთად მესამე პრეზიდენტს მოინახულებს. ალტერნატიული კონსილიუმი სააკაშვილის ჯანმრთელობას შეაფასებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საკუთარ სასამართლო პროცესში და ექიმებს არ აქვთ უფლება სხვა გადაწყვეტილება მიიღონ.

ადამიანის უფლებაა, რომ სასამართლოზე მიიღოს მონაწილეობა და თუკი მას აქვს გაცნოებიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, არავის აქვს უფლება, მათ შორის არც ექიმს, შეზღუდოს ეს უფლება", - ამბობს ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი. 

 გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო კონსიულიუმის 2 წევრი იმყოფებოდა. სახელწმიფო კონსიულიუმი დასკვნას ხვალ დადებს, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, რამდენად მზადაა მესამე პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად. 

 

მსგავსი სიახლეები