მამუკა ფიფია: მოსკოვიდან ძალიან მალე გაჟღერდება "გეორგიევსკი 2-თან" დაკავშირებული განცხადება

18.08.26 16:59
მამუკა ფიფია: მოსკოვიდან ძალიან მალე გაჟღერდება "გეორგიევსკი 2-თან" დაკავშირებული განცხადება

 

 

პრორუსი ბიზნესმენი, "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი, მამუკა ფიფია იუწყება, რომ მოსკოვიდან ძალიან მალე გაჟღერდება "გეორგიევსკი 2-თან" დაკავშირებული განცხადება. 

როგორც ფიფია ამბობს,  დადგა დრო, რომ "ქვეყნის რეალურ გადარჩენაზე და გეორგივესკის ტრაქტატზე ვიფიქროთ". 

როგორც "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერმა, მინდა ღიად განვაცხადო, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით. 

დღეს დადგა დრო, ვიზრუნოთ ქვეყნის რეალურ გადარჩენაზე და ახალ "გეორგიევსკი 2-ზე". ამჯერად თანასწორუფლებიან პირობებში. 

ვეთანხმები პრემიერ კობახიძეს, რომ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატმა გადაარჩინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა, მაგრამ არ ვეთანხმები მას, თითქოს ეს ნაბიჯი ევროპისკენ სავალ გზად გადაიდგა," - განაცხადა მამუკა ფიფიამ. 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე ერეკლე მეორის მიერ რუსეთის იმპერიასთან გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებას "ერთადერთ სწორ და უალტერნატივო გადაწყვეტილებად" აფასებს და ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ნაბიჯმა ქართველი ერის გადარჩენასა და საბოლოო გამარჯვებას შეუწყო ხელი. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც აღნიშნულ საკითხს 11 წუთი მიუძღვნა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერია საკუთარი ინტერესებით მოქმედებდა, საქართველომ ტრაქტატის გაფორმებით "პრინციპული სარგებელი" მიიღო.

მსგავსი სიახლეები