ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი წარადგინეს

18.08.26 17:11
ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი წარადგინეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას გია ანთაძე შეასრულებს.

გია ანთაძე მერიის თანამშრომლებს და საკრებულოს წევრებს, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ წარუდგინეს.

მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გია ანთაძეს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვეს და ხაზი გაუსვეს მის მრავალწლიან გამოცდილებას საჯარო სექტორში მუშაობის კუთხით.

გია ანთაძე ამ დრომდე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის, დღეს "პირველებმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სწორედ გია ანტაძე უნდა დდანიშნულიყო მერის მოვალეობის შემსრულებელად. 

მსგავსი სიახლეები