მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის სასამართლოს დაესწროს - მარიამ ჯიშკარიანი
მიხეილ სააკაშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის დაესწროს სასამართლო პროცესს - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
ჯიშკარიანი იქვე ამბობს, რომ პაციენტი საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას:
მკურნალობის თაობაზე კიდევ შევჯერდებით, ჩვენი რეკომენდაციები გვაქვს გამოკვლევასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს მდგომარეობა მას ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში. ჩვენ ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გავცემთ, უბრალოდ, ვამბობთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ უშლის ხელს სასამართლოში მონაწილეობას," - განაცხადა ჯიშკარიანმა.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა ჩანიშნული.