ემზადება სასამართლოსთვის, ვფიქრობ, შეძლებს სხდომაზე დასწრებას - მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი

27.11.21 21:07
ემზადება სასამართლოსთვის, ვფიქრობ, შეძლებს სხდომაზე დასწრებას - მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესისთვის ემზადება - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა განაცხადა. 

მისი ქმით, პაციენტი სხდომაზე დასწრებას შეძლებს. 

შემიძლია ვთქვა, რომ დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სასამართლო დღეს არ არის. ვფიქრობ იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი, რომ შეძლოს სასამართლო პროცესს დაესწროს"-ამბობს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი.

რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას, გოგორიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღენიშნება მცირე სისუსტე, ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია, კვების რაციონი არის გაფართოებული და იკვებება თითქმის უკვე სრული მენიუთი, შედგენილია მენიუ ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით, ძალის აღდგენა მიდის, დაეწყო უკვე ფიზიკური გააქტიურება და ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის"- თქვა ექიმმა. 

მსგავსი სიახლეები