ნადრობა სუსის თანამაშრომლებზე - მოქმედი ძალოვანი სისტემას იარაღის ჩადებაში ამხელს

27.11.21 20:25
ნადრობა სუსის თანამაშრომლებზე - მოქმედი ძალოვანი სისტემას იარაღის ჩადებაში ამხელს

"იარაღიო ჩამიდეს" - ამ სკანდალური განცხადებს ავტორი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, კონტრტერორისტული  ცენტრის საიდუმლო თანამშრომელია. აკაკი კობერიძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1 ოქტომბერს, არჩევნების წინა დღეს დააკავეს.

"შაბათის ეთერის" ხმაურიანი რეპორტაჟიდან კი ირკვევა, რომ აკაკი კობერიძე სუს-ის საიდუმლო სამსახურის იმ თანამშრომლის ახლო მეგობარია, რომელსაც მღვდლების და მონაზვნების ფარული თვალთვალი, მოსმენა და მათი ცხოვრების ფარული გადაღება ჰქონდა ჩაბარებული. საუბარია, აკაკი ნემსაძეზე, რომელმაც თავი 2021 წლის ზაფხულში მოიკლა.

დაკავებულ აკაკი კობერიძის ცოლი დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი ციხეში სწორედ აკაკი ნემსაძესთან მეგობრობის გამო ჩასვეს, რადგან, ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ მან გარდაცვლილი მეგობრის ბოლო თხოვნა   შეასრულა და სისტემის მხილების მიზნით, სუსიდან გამოტანილი ათასობით საიდუმლო ფაილი საჯარო სივრცეში ატვირთა. 

ხელისუფლებას ეჭვის აქვს, რომ თვითმკვლელობამდე ნემსაძემ დოკუმენტები კობერიძეს დაუტოვა და ფაილების  გასაჯაროება დაავალა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, სკანდალური მასალების გასაჯაროებიდან ზუსტად ერთ კვირაში, პოლიცია ჩხრეკაზე კობერიძის ერთდროულად რამდენიმე საცხოვრებელ მისამართებზე შევიდა. 

სამართალდამცავების ინტერესს მხოლოდ კომპიუტერული ტექნიკა, ტელეფონები და მეხსიერების ბარათები წარმოადგენდა. ირკვევა,რომ ელექტრო მატარებლებთან ერთად სახლებიდან წაიღეს ყველაფერი, მათ შორის კობერიძის სახელზე რეგისტრირებული სამი ცეცხლსასროლი იარაღიც.

დაკავებული ძალოვანის ადვოკატი ამბობს რომ სამი გაფორმებული იარაღის მფლობელს მეოთხე იარაღი უკანონოდ ჩაუდეს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები