სათვალთვალო კამერის ჩანაწერები - პოლიციის მაიორი ბიძინა ივანიშვილის გინების გამო სასტიკად სცემეს (ვიდეო)
პოლიციის მაიორი ბიძინა ივანიშვილის გინების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა სცემა - ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე "ნოდარ მელაძის შაბათმა" ჩაატარა.
"ტვ პირველმა" ასევე მოიპოვა პოლიციაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს, როგორ მიჰყავთ თადარიგის მაიორი ლექსო რაფავა განყოფილებაში.
როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, რაფავა სამეგრელოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ხობის პოლიცის ყოფილი უფროსი მხარს არჩევნებზე ოპოზიციას უჭერდა, შინაგან საქმეთა მინისტრს ბუნტის შეეშინდა, ამიტომ მისი დაკავება გადაწყდა. რადგან ხობის პოლიცის ყველა თანამშრომელმა იარაღისა ჩადებაზე უარი თქვა, ამიტომ საგანგებო დავალება იმერეთის სამხარეო პოლიცის უფროსს, იმერეთის პოლიციის უფროსის მოადგილეს თეიმურაზ კალანდაძეს მისცეს. გამოსახულებაში გარკვევით ჩანს როგორ გასცემს კალანდაძე მითითებებს ტელეფონით.
ციხიდან გამოგზავნილ წერილში პოლიციელი რაფავა გვწერს, რომ კალანდაძემ მას სახეში გაარტყა.
დაკავების დროს მომექცნენ არაადამიანურად და დამამცირებლად . პირი რომელიც ჩემი დაკავების ღონისძიების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო , შემდგომში გავიგე ყოფილა შსს იმერეთის რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეიმურაზ კალანდაძე. სწორედ ეს თეიმურაზ კალანდაძე იყოს ის პირი ვინც 2021 წლის 21 ოქტომბერს ჩემი დაკავების დროს სპეცრაზმელებთან ერთად იძალადა ჩემზე"- წერია წერილში.
დაკავებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი "შაბათის ეთერისთვის" გამოგზავნილ წერილში არ მალავს, რომ დაკავებისას მან ივანიშვილს შეაგინა:
"ფაქტიურად შიშველი ჩამომიყვანეს კორპუსის მეხუთე სართულიდან და სპეცრაზმის პიკაპის მანქანაში ჩასმის, უფრო სწორედ ჩაგდების დროს 5-6 ჯერ სახის არეში გამარტყა ხელი და სისტემატურად მაგინებდა. მხოლოდ იმის გამო რომ ვაგინებდი ბიძინა ივანიშვილს. და იმ პირებს ვინც ბრძანება გასცა ჩემი ასეთი ბინძური მეთოდებით დაკავების. ჩემს მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა გაგრძელდა სენაკში პოლიციაში, სადაც ღირსების შემლახავი ფორმით შემიყვანეს, სწორედ თეიმურაზ კალანდაძის დავალებით"- წერს დაკავებული.
ვინ არის თემურ კალანდაძე - "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ის განსაკუთრებული სისასტიკთ ცნობილი პოლიცია. წლების განმვალობაში სამცხე ჯავახეთის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მას, ჯერ პატიმრის ცემაში დებდნენ ბრალს. ერთ-ერთი ინფორმაციით, პოლიციის მაღალჩინოსანი მოწმეს გაუპატიურებითაც კი დაემუქრა. ითქვა ისიც, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი, დაკავებულის ცოლთან სექსუალური კავშირის დამყარებასაც კი ცდილობდა. კალანდაძეს არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ ძალადობაშიც კი იყო დადანაშაულებული.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, მსგავსი გადაცდომების გამო კალანდაძე გიორგი გახარიამ სისტემიდან გაუშვა, თუმცა ვახტანგ გომელაურმა უკან დააბრუნა.
ნახეთ თამთა დოლენჯაშვილის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება: