ივანიშვილი, პუტინი და უჩა - ოლიგარქის "საყვარელი დეიდაშვილის" საეჭვო რუსული საქმეები

27.11.21 21:52
ივანიშვილი, პუტინი და უჩა - ოლიგარქის "საყვარელი დეიდაშვილის" საეჭვო რუსული საქმეები

ივანიშვილის ოჯახის წევრების ბიზნესები პუტინის გუნდთან და მილიონები, რომელსაც ოლიგაქრი მოსკოვში შოულობს - "ნოდარ მელაძის შაბათმა" "ქართული ოცნების" დამფუძნებლის გადამალულ ქონებას მიაგნო. 

გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ მოსკოვში ივანიშვილის 20 წლის ნათესავის სახელზე დარეგისტრირებული კომპანიას მიაგნო, რომლის ბრუნვაც 500 მილიონია.

ირკვევა ისიც, რომ ოლიგარქის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის სახელზე  მიწები და რეზიდენციებია გაფორმებული.

ასე მაგალითად, მოსკოვი, მოსფილმის ქუჩა ნომერი 74ბ, მე-19 სართული, აპარტამენტი 218. მოსკოვის ამ ელიტურ ბიზნეს ცენტრშია რეგისტრირებული უჩა მამაცაშვილის რუსული ბიზნესი.

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი და მარჯვენა ხელი, კავშირს რუსეთთან საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა შაბათის ეთერმა ფედერაციის ერთიანი რეესტრიდან მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ივანიშვილისთვის ყველაზე სანდო ადამიანი, მილიონებს, ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრებთან ერთად ატრიალებს.

"შაბათის ეთრმა" ოფიციალური დოკუმენტებით გაშიფრა მთელი სქემა, როგორ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ვლადიმერ პუტინის გარემოცვას. 

ნახეთ მაკა ჩიხლაძის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება

 

 

 

მსგავსი სიახლეები