როგორ მდიდრდებიან ქართველი პროკურორები - შაბათის ეთერის რეზონანსული გამოძიება
ნოდარ მელაძის შაბათის კიდევ ერთი რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება - როგორ მდიდრდებიან პროკურატურის მაღალჩინოსნები მაშინ, როდესაც მათი ოფიციალური ხელფასი ხარჯებს ვერ ფარავს.
"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძისა და მისი მოადგილეების დეკლარაციები შეისწავლეს.
როგორც ირკვევა, პროკურატურის მაღალჩინოსნები ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ფლობენ და ამის პარალელურად, ფეშენებელურ სასახლეებსა და რეზიდენციებს იშენებენ.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, შოთაძე იშენებს სასახლეს მიწისქვეშა სართულით. მოქმედი ოროკურორმა ისეთივე სახლის მშენებლობა განიზრახა, როგორიც მის წინამორბედს, ოთარ ფარცხალაძეს ჰქონდა.
რაც შეეხება მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გაბიტაშვილს, ის სახალხო არტისტის, ლეილა აბაშიძისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე იშენებს რეზიდენციას.
თანამეწილესთან ერთად ქვეყნის მთავარი პროკურორის მოადგილემ სახლსა და მიწის ნაკვეთში 200 000 დოლარი გადაიხადა.
"შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი შოთაძის კიდევ ერთი მოადგილის, გიორგი ბადაშვილის აგარაკი კი საგურამოში უნდა აშნდეს. 2000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი სახლის ასაშენებლად გიორგი ბადაშვილის დედამ იყიდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით დალილა გეგეჭკორის სახელზე საგურამოში, მდიდრული ვილების უბანში ლამის სამი სახლის ასაშენებლად საკმარისი მიწის ნაკვეთი 2021 წლის 5 ნოემბერს გადაფორმდა. მთავარი პროლუირორის მოადგილის დედამ ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმთან ახლოს რეზიდენციის ასაშენებელ მიწაში სავარუადოდ ნახევარ მილიონ ლარამდე გადაიხადა.
მთვარი პროკურორის მოადგილის დედა, სკოლის მასწავლებელი იყო . ჩნდება კითხვა საიდან ჰქონდა, მას ნახევარ მილონ ლარამდე, რომ სესხის და საბანკო კრედიტის გარეშე ეყიდა დიდი ნაკვეთი რეზიდენციის ასაშნებელად. ოჯახის ახლობელი გვიყვება, რომ აქ სახლის აშენებას პროკურატურის მმართველი გიორგი ბადაშვილი გეგმავს.
ცნობისთვის, აღნიშნული მასალის ანონსის გასვლის შემდეგ მთავარი პროკურატურა "ტვ პირველის" ჟურნალისტებს დაემუქრა.
ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის ხმაურიანი რეპორტაჟი