ნუგზარ ფუტკარაძის საქმე- ოპოზიცია დიპლომატებთან შეხვედრას აანონსებს
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე - ენმ-ს და "ლელოს" აჭარის ორგანიზაციის ლიდერები თბილისში მოდიან. ოპოზიცია დიპლომატებთან და სახალხო დამცველთან შეხვედარს აანონსებს.
"ოცნების" ოპონენტები ბათუმში, ხელისუფლების ტერორის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს დოკუმენტებით აუხსნიან.
24 ნოემბერს უკვე გავასაჯაროვებთ კონრეტული მტკიცებულებები, სადაც ნათლად სჩანს სისხლის სამართლის დანაშაული. ამ დრომდე გამოკითხვაზე, მაგალითად მე უკვე ორჯერ ვიყავი და ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრია მხოლოდ დაბარებული და იდენტიფიცრებულია ის ადამიანები, ვინც ბატონ ნუგზარ ფუტკარაძეს მოსყიდვას ახორციელებდა, თუმცა ამ დრომდე მათი დაკითხვა არ მოხდა. ვითხოვთ შეხვედრას ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან, რათა დოკუემნტალურად, პირადად ავუხსნათ რა წარმოუდგენელ ამბები ხდება ჩვენს ქალაქში, - განაცხადა ენმ-ს წევრმა, გიორგი კირთაძემ.
ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ ბათუმში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ენმ-ს განცხადებით, მათ თანაპარტიელზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ზეწოლის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ოფისში გასაჯაროვდა.