ახალი სამხრეთ-აფრიკული შტამი - იმუშავებს თუ არა არსებული ვაქცინები ომეკრონის წინააღმდეგ
კორონავირუსის ახალი სამხრეთ-აფრიკული შტამი - იმოქმედებს თუ არა არსებული ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ. ფაიზერმა, მოდერნამ და ასტრა ზენეკამ საკითხზე კვლევები უკვე დაიწყო.
იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ უშედეგო აღმოჩნდა, სპეციალისტები ახალი ვაქცინების შექმნას აანონსებენ.
სპეციალისტები საქართველოში ვაქცინირებულთა რიცხვის გაზრდის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ აცრა სავალდებული უნდა იყოს მათთვისაც, ვისაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს.
ცილის სპაიკში, რომლის საშუალებითაც კორონავირუსი იჭრება ადამიანის ორგანიზმში, მომხდარია 50 მუტაცია და ერთ ცილაში, რომლის საშუალებითაც კორონავიურის ეჭიდება ადამიანს უჯრედს და აღწევს, ათი ცვლილებაა, მაშინ როდესაც კორონავისურის შემთხვევაში 2 ცვლილებაა და სწორედ ამან დააფიქრა მეცნიერები, იმიტომ, რომ ამდენი მუტაცია ერთდროულად და 5-ჯერ უფრო მეტი, ვიდერ ეს არის დელტაში, ძალიან შემაშფოთებელია. საქართველოში არის ორი მნიშვნელოვანი მომენტი: ერთი, მნიშვნელობა არ აქვს ეს ომიკრონი იქნება თუ არა, ამ მომენტშ საქართველოში არის დელტა და სანამ საქართელოს მოსახლეობის ვაქცინაციის მოცვა არის დაბალი, ყველანაირი შტამი ჩენთის არის სახიფათო. საქართველომ ყველანაირად უნდა ეცადოს ვაქცინაციის გაზრდა და მეორე, საქარტველომ ყველანაირად უნდა ეცადოს იმ ხალხის აცრაც, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი, - ამბობს ზაზა წერეთელი, ნორვეგიის სამეგოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი.
ახალი სახმრეთ-აფრიკული შტამი, რომელიც "ომეკრონის" სახელწოდებით არის ცნობილი, კორონავირუსის ყველა შტამისგან განსხვავებით ყველაზე საშიში და სწრაფად გავცრელებადია.