ჩემი აზრით, პროცესზე დასწრებას შეძლებს - ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა
მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა აძლევს იმის საშუალებას, რომ ხვალ საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს - ამ განცხადებას პეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს.
ნიკოლოზ ყიფშიძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ მივიდა, რომელიც პაციენტთან შესვლის ნებართვას ელოდება.
მე როგორც ვიცი სახელმწიფო კომისიამ თქვა, რომ მისი დასწრება შესაძლებელია. ლომჯარიას კომისიის დაკვნაც მემგონი იგივეა. ასევე თქვა ცენტრმა "ემპათიამ" გუშინ. მე მისი ბოლო მონაცემები ვნახე დაახლოებით ორი დღის წინ. იმის მერე მე მონაცემები არ მინახია, ვიცი გადმოცემით. ჩემი აზრით, შეძლებს, მაგრამ მაცადეთ ვნახო და მერე გეტყვით, - ამბობს მედიკოსი.
ადგილზე მისვლას ალტერნატიული კომისიის წევრი, მარიამ ჯიშკარიანიც გეგმავს, რომელიც ნებართის მიღების შემთხვევაში მედიკოსებთან ერთად მესამე პრეზიდენტს მოინახულებს.
მოხდება თუ არა ხვალ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცნობილი დღეს გახდება.
მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მედიკოსები მოინახულებენ. ექიმებმა უნდა თქვან, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასამართლო პროცესზე დასწრებას.