ხმაური ზიგდიდში - ოპოზიციამ შსს-ს თანამშრომლებს ივანიშვილის სურათი მიუტანა

28.11.21 15:32
ხმაური ზიგდიდში - ოპოზიციამ შსს-ს თანამშრომლებს ივანიშვილის სურათი მიუტანა

"ჩამოკიდეთ ივანიშვილის სურათი კაბინეტში" - ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხმაური იყო. ოპოზიციამ ვახტანგ გომელაურის თანამშრომლებს საჩუქრად ბიძინა ივანიშვილის სურათი მიუტანა. ადგილზე იმყოფებოდა ანა წითლიძეც.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს აქცია-პერფორმანსით იმის თქმა სურდათ, რომ ივანიშვილს პოლიცია მიტაცებული აქვს. 

სურათის შენობაში შეტანის უფლება ოპოზიციას სამართალდამცველება არ მისცეს და შენობის შესასვლელი გადაუკეტეს.

მსგავსი სიახლეები