მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა აქვს - მარიამ ჯიშკარიანი
მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა აქვს, ეს კი გლდანის ციხეში შეყვანამ, წამებამ და არაადამიანურმა მოპყრობამ განაპირობა. ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარინია აცხადებს.
მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტი ხანგრძლივ სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს და მისი ციხეში დაბრუნება დაუშვებელია.
"ემპათიას" ხელმძღვანელი ამ წუთებშუ სამ მედიკოსთან ერთად გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნას წერენ.
დასტურდება პოსტტრავმული, სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირშია ციხეთა სისტემაში წამების ფაქტთან, ასევე არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. იცით, რომ ენცეფალოპატიაზეა საუბარი ვერნიკეს, რომელიც გახლავთ შიმშილობის შედეგი და პაციენტი საჭიროებს სტაციონალურ, მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას. რაც შეეხება სასამართლო პრცესს, გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. მას იმდაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რომ ვერ წარდგეს სასამართლო პროცესზე, არ აღენიშნება. საქართველოს ციხეთა სისტემაში მისი ყოფნა დაუშვებელია, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
საბოლოო დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სახელმწიფო კოსნილიუმმა უნდა დადოს, რომლებიც დღეს გორის ჰოსპიტალში არ გამოჩენილან.
ამ წუთებში მესამე პრეზიდენტთან მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფება.