სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია - პალატასთან ძლიერი გამოსხივების ავტომობილია აღმოჩენილი

28.11.21 20:12
სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია - პალატასთან ძლიერი გამოსხივების ავტომობილია აღმოჩენილი

მიხეილ სააკაშვილის პალატასთან ძლიერი გამოსხივების სპეციალური ავტომობილია აღმოჩენილი. აღნიშნულ მანქანას სპეცსამსახურები მობილური და სხვა საკომუნიკაციო სიხშირის ჩასახშობად იყენებენ, თუმცა მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები ირწმუნებიან, რომ მოწყობილობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. 

ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ეს არის რუსულად, ჩენი მთავრობისთის გააგებ ენაზე, ე.წ. სისტემა "კუპოლი" ანუ გუმბათი. მისი გამოსხივება მინიმუმ ასი მეტრის რადიუსით სიცოცხლის საფრთხეს უქმნის ყველა გარშემო მყოფს, სისხლის გათეთრებიდან დაწყებული ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. დღევანდელი ჩვენი კადრებით, რასაც ნახავთ, ერთ კილომეტრზეა დაფიქსირებული ეს გამოსხივება. ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ადამიანის ჯანმრთელობის მოსპობას და ეს იწვევს სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი,- განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

გიორგი ჩალაძემ სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა. 

მსგავსი სიახლეები