მოხარული ვარ, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობა საშუალებას აძლევს პროცესზე დასწრების - დეგნანი

29.11.21 11:18
მოხარული ვარ, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობა საშუალებას აძლევს პროცესზე დასწრების - დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი  მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება. ამერიკელი დიპლომატი მოხარულია, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს სურვილისამებრ დაესწროს პროცესს.

კელი დეგნანის თქმით,ის იმედოვნებს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან.

ძალიან მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა  გაუმჯობესდა და საშუალება აქვს დაესწროს საკუთარ სასამართლო მოსმენას. აშშ-მა, როგორც სხვა ქვეყნებმა მოითხოვა, რომ მას შეძლებოდა სურვილისამებრ დასწრებოდა პროცესს, რაც არის მისი უფლება და რაც ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ყველა ბრალდებულს აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოსი, რაც პირადად დასწრებასაც მოიცავს, თუ არის ამისი სურვილი. ამგვარად, მე მოხარული ვარ რომ მას შეუძლია წასვლა სასამართლოზე, მე ვიმედოვნებ რომ მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან, მათ, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება მშვიდობიანი პროტესტის, მაგრამ საკვანძო სიტყვა არის მშვიდობიანი და მე ვიმედოვნებ ისინი არ ჩაერევიან სამართლიანობის აღსრულებაში, რაც მნიშვნელოვანია ამ სცენარში," - თქვა კელი დეგნანმა. 

მსგავსი სიახლეები