სააკაშვილის დედა და ადვოკატები სასამართლოში შეუშვეს

29.11.21 11:32
სააკაშვილის დედა და ადვოკატები სასამართლოში შეუშვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მესამე პრეზიდენტის პროცესი  უნდა გაიმართოს, მისი ადვოკატები და დედა, გიული ალასანია ცოტა ხნის წინ შეუშვეს.

დაცვის მხარე და გიული ალასანია სასამართლოში შესვლის ნებართვას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე მედიასაშუალებების მხრიდან დასწრების ნებართვა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება.

 

მსგავსი სიახლეები