მიხეილ სააკაშვილის პროცესი „ლაივ“ რეჟიმში უნდა გადაიცეს - ადვოკატი

29.11.21 11:26
მიხეილ სააკაშვილის პროცესი „ლაივ“ რეჟიმში უნდა გადაიცეს - ადვოკატი

საქართველოს მესამეპრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს. 

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს. 

ადვოკატის განცხადებით, ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International-მა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი.

ნებისმიერი პროცესი, რომელიც მის მიმართ მიმდინარეობს აქ, ნებისმიერი განაჩენი, რომელიც მიღებულია ამ სასამართლოების მიერ, არის უკანონო განაჩენები, არის უკანონო საქმეები. ეს საქმეები ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ამოცანის შესრულებას, პოლიტიკური ამოცანის შესრულებას, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს თავისუფალი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური მძევალი, პოლიტიკური ტყვე და ის უნდა გათავისუფლდეს. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, მთელი 2 თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ ხელისუფლება აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის მიემართა. მაგრამ უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის ფონზე და ქართველი ხალხის დიდი აქტიურობის ფონზე, მრავალათასიანი არაერთი დემონსტრაციის გამართვის შემდეგ, დღეს ხელისუფლება იძულებული გახდა მიხეილ სააკაშვილს ესარგებლა მისი კანონიერით უფლებით, წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე და ახლა ჩვენ უკვე ველოდებით სასამართლო პროცესზე სააკაშვილის გამოსვლას. ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ვინაიდან ეს პროცესი არ არის - „რაღაც ბრალდება წარუდგინეს ადამიანს და უნდა ჩარიხინდეს ისე, რომ საზოგადოება არ იყოს ცოცხალ რეჟიმში ინფორმირებული“, ეს არის პროცესი, რომელზეც არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და არსებობს პრეცედენტები, როდესაც „ლაივ“ რეჟიმში გადაიცემა ხოლმე პროცესები და ეს სხდომაც უნდა იქნას გადაცემული, იმიტომ, რომ საზოგადოებას აინტერესებს,“- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მსგავსი სიახლეები