ტრანსლირების წინააღმდეგი არ ვარ - ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლესთან
"პირველების" ექსკლუზივი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლიანა ორკოდაშვილი, რომელმაც რამდენიმე წუთში საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა გაასამართლოს, პირველ სატელეფონო ინტერვიუს "ტვ პირველს" აძლევს.
ორკოდაშვილის თქმით, ისტორიული პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის წინააღმდეგი არ არის.
მისივე განცხადებით, სხდომა ტექნიკური დეტალების მოგვარების შემდეგ, რამდენიმე წუთში დაიწყება.
პროცესი წუთი-წუთზე უნდა დავიწყოთ. ეკა ხერხეულიძე უნდა შემოვიდეს, რომელმაც პეტრე ცისკარიშვილი ჩაანაცვლა. როგორც კი დარბაზი იქნება მზად, მაშინვე ჩავალთ და პრეზიდენტსაც მაშინვე შემოიყვანენ"- განაცხადა მოსამართლე ორკოდაშვილმა.
რაც შეეხება პროცესზე მედიის წარმომადგენლების შეშვებას, მოსამართლეპირდაპირ ამბობს, რომ როდესაც რამდენიმე ტელევიზიას აქვს განცხადება დაწერილი, კანონის მიხედვი "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ენიჭება უპირატესობა.
ჩვენ წინააღმდეგები არ ვართ, თქვენ შეგიძლიათ კოლეგებს დაუკავშირდეთ... მე ტრანსლირების წინააღმდეგი არ ვარ. პირიქით, მინდა ხალხმა რეალურად დაინახოს, რა ხდება პროცესზე, რომ შემდეგ ტყუილად არ გვლანძღონ"- აღნიშნა ლია ორკოდაშვილმა "პირველების" პირდაპირ ეთერში.