ქუჩის ბიჭივით ნუ მესაუბრები, პროვოკატორი ხარ - უგულავა გოგა მემანიშვილს დაუპირისპირდა

29.11.21 12:05
ქუჩის ბიჭივით ნუ მესაუბრები, პროვოკატორი ხარ - უგულავა გოგა მემანიშვილს დაუპირისპირდა

საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგულავა თბილისის პოლიციის სამმართველოს  უფროსს, გოგა მემანიშვილს, დაუპირისპირდა. უგულავამ მემანიშვილს პროვოკატორი უწოდა. მემანიშვილმა ოპოზიციის ლიდერს  გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა.

სამარცხვინოა, ეს ყველაფერი რაც ხდება, გამოიწვია გოგა მემანიშვილმა. თქვენი მოქმედება რა იყო, თქვენ ხართ პროვოკატორი, ქუჩის ბიჭივით ნუ მესაუბრები!", - მიმართა უგულავამ მემანიშვილს.

შეგახსენებთ, სააკაშილის მხარდამჭერებს საქალაქო სასამართლოსთან საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი.  

მსგავსი სიახლეები