სასამართლო დარბაზში საქართველოს ჰიმნი ჩართეს - რა ხდება მიხეილ სააკაშვილის პროცესზე

29.11.21 12:30
სასამართლო დარბაზში საქართველოს ჰიმნი ჩართეს - რა ხდება მიხეილ სააკაშვილის პროცესზე

რა ხდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე - "ტვ პირველისთვის" მოიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დარბაზში საქართველოს მესამე პრეზიდენტის შემოსვლისას საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა. 

ფაქტს სასამართლოს მანდატურების გაღიზიანება მოჰყვა და პროცესიდან ერთ-ერთი ადვოკატის, შოთა თუთბერიძის, გაძევება სცადეს. 

ადვოკატს უთხრეს, რომ პროცესიდან მოსამართლის მითითებით უშვებდნენ, თუმცა საბოლოოდ, გაირკვა, რომ მსგავსი მითითება არავის გაუცია. ადვოკატი სხდომაზე დააბრუნეს.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მსგავსი სიახლეები