გვარამია სააკაშვილის პროცესში მონაწილეობას აგრძელებს - პროკურატურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, სააკაშვილის საქმიდან მისი ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას, ჩამოცილების შესახებ.
ნიკა გვარამია მესამე პრეზიდენტის ინტერესების დაცვას გააგრძელებს. 7 ნოემბრის საქმეზე პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის აცილებას ნიკა გვარამიას იმდროინდელი თანამდებობის მოტივით ითხოვდა.