მესამე პრეზიდენტს ე.წ. ჯიხურში სუს-ის 9 თანამშრომელი იცავს
თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში სამართალდამცავთა უპრეცედენტო მობილიზებაა. ჯიხურში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტია მოთავსებული, მასთან ერთად სუს-ის 9 თანამშრომელი იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად სააკაშვილიც ესწრება.
სასამართლოს გარეთ მესამე პრეზიდენტის მომხრეები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. ადგილი ჰქონდა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდსაც.