"ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავს
“ქართული ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავს - განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გააკეთა.
"მინდა, გადაწყვეტილად დავაანონსო და ვუთხრა საზოგადოებას, ძალიან აქტიურად მუშაობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ცვლილება იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის.
კერძოდ, ვამუშავებთ, ქონების გადასახადის ჭრილში ფიზიკურ პირებთან მიმართებით დღეს უკვე არსებული ზღვარი რაცაა, რაც შემდეგ წარმოშობს ქონების გადასახადს, ამ ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით, უფრო დადებითი კუთხით, უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ეს ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე". - თქვა კირცხალიამ.
რას ამბობს დღეს მოქმედი კანონი?
დღეს მოქმედი კანონით, ქონების გადასახადს ფიზიკური პირი იმ შემთხვევაში იხდის, თუ მისი ან ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება.