შარმანაშვილი ადასტურებს, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა
შარმანაშვილი ადასტურებს, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა. ამის შესახებ მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
„ოცნების“ დეპუტატის თქმით, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის საჭიროება მას შემდეგ მოიხსნა, რაც გაირკვა, რომ მამუკა მდინარაძე იმ საკითხებში ვეღარ ჩაერთვებოდა, რისთვისაც პრემიერ-მინისტრი მის დახმარებას გეგმავდა.
პრემიერ-მინისტრმა დაინახა, რომ ვთქვათ, მამუკა დიდ საქმეებში ვეღარ დაეხმარებოდა,სადაც ის წარმოიდგენდა, რომ უნდა დახმარებოდა ამ საკითხებში, რა თქმა უნდა, ამის საჭიროებაც მოიხსნა. ეს არის მთლიანად პრემიერის შეხედულება, - ამბობს შარმანაშვილი.
პარლამენტმა საშემოდგომო სესია გახსნა. პირველი პლენარული სხდომის ფარგლებში დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. დღის ერთ-ერთი საკითხი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნას უკავშირდებოდა, რომელიც თავდაპირველად მამუკა მდინარაძესთან მიმართებით განიხილებოდა, თუმცა საკითხთან დაკავშირებული გეგმა შეიცვალა.