"არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი.... " - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სასამართლო დარბაზიდან
საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიტყვა განსასჯელის სკამიდან - მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ჩამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოშ ჩამოსვლის შემდეგ, ის რამდენიმე დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა. შეხვდა უამრავ ადამიანს, სანამ "მძევლად" აიყვანდნენ.
ექსპრეზიდენტმა შესავალი სიტყვის დაწყებამდე სასამართლოს ეზოს გარეთ შეკრებილებს მადლობა გადაუხადა.
ტყვედ აყვანამდე რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი და მოღუშული, პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული და მე მინდა, გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო - არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყით განცდა?! ტემპი და დრაივი განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარულო და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ...!" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.