პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მდინარაძე "ოცნებიდან" ერთადერთმა დეპუტატმა ახსენა

01.09.26 13:17
 პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მდინარაძე "ოცნებიდან" ერთადერთმა დეპუტატმა ახსენა

 

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მდინარაძე "ოცნებიდან" ერთადერთმა დეპუტატმა ახსენა. 

არჩილ ბერიძემ მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გარეშე გუნდს მუშაობა გაუჭირდება.

მინდა, გამოვეხმაურო მამუკა მდინარაზის პოლიტიკიდან წასვლას. მან, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ღირსეული კვალი დატოვა როგორც მაღალი დონის პროფესიონალმა, გამორჩეულმა მენეჯერმა, პრინციპულმა და გუნდის ერთგულმა ადამიანმა. მის გარეშე, რა თქმა უნდა, რთული იქნება მუშაობა, თუმცა პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, - თქვა არჩილ ბერიძემ. 

პარლამენტმა საშემოდგომო სესია გახსნა. პირველი პლენარული სხდომის ფარგლებში დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. დღის ერთ-ერთი საკითხი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნას უკავშირდებოდა, რომელიც თავდაპირველად მამუკა მდინარაძესთან მიმართებით განიხილებოდა, თუმცა საკითხთან დაკავშირებული გეგმა შეიცვალა.  

მსგავსი სიახლეები