კულტურის მინისტრის პოსტი ისევ ვაკანტურია - "ოცნებაში" ამბობენ, რომ იციან ვინ შეცვლის რუხაძეს
კულტურის მინისტრის პოსტი ისევ ვაკანტურია - "ოცნებაში" ამბობენ, რომ იციან ვინ შეცვლის რუხაძეს. ამის შესახებ ბეჟან წაქაძემ "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
კითხვაზე, იცის თუ არა, ვინ იქნება თიკა რუხაძის შემცვლელი, "ოცნების" დეპუტატი ასე პასუხობს:
"ძალიან კარგი პიროვნება."
შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრმა თანამდებობა 28 ივლისს დატოვა. რუხაძემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და თქვა, რომ მას საგანგებო კურსის გავლა ესაჭირეობა, რის გამოც “მინისტრის მოვალეობას ჯეროვნად ვეღარ შეასრულებს."