ვის [არ] ჰქონდა კომუნიკაცია "ოცნებიდან" მამუკა მდინარაძესთან პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

01.09.26 15:30
ვის [არ] ჰქონდა კომუნიკაცია "ოცნებიდან" მამუკა მდინარაძესთან პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

"ოცნების" წევრი გიორგი კახიანი ამბობს, რომ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ყოფილ თანაგუნდელთან მიმოწერა ჰქონდა. მისი თქმით, მდინარაძე ყოველთვის მძიმე გადაწყვეტილებების ეპიცენტრში იყო და "გადაიღალა". 

საუბრით არ მისაუბრია, მიმოწერა მქონდა მასთან. დაახლოებით 10 წელია, რაც იგიო პოლიტიკაშია და თუკი სადმე რაიმე მძიმე გადაწყვეტილებების და რთული გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო, ყოველთვის ამის ეპიცენტრში იყო და ბუნებრივია, ემოციურად რომ გადაიღლებოდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, - ამბობს კახიანი.

კითხვაზე, იქმნებოდა თუ არა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კონკრეტულად ერთი ადამიანისთვის, კახიანი ასე პასუხობს: 

მისი საქმიანობა ამ მიმართულებით იქნებოდა საასრგებლო, მას რომ გაეგრძელებინა თავის საქმიანობას, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ სასიკეთო რამეს გააკეთებდა. მაგრამ ის თვლის, რომ არ შეიძლება მისი შემცვლელი არ გამოინახოს. შიგნით იმდენად დიდი რესურსი არსებობს საკადრო თვალსაზრისით, რომ ყოველთვის გამოინახება ისეთი ადამიანები, რომლებიც შესაბამის თანამდებობაზე ძალიან კომპეტენტურ საქმიანობას შეძლებენ, - ამბობს დეპუტატი.

კითხვაზე, რატომ ვერ გამოინახა ახლა შესაბამისი კადრი, კახიანი გადაჭრით ვერ პასუხობს:

ეგ მთავრობის გადასაწყვეტია. 

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მამუკა მდინარაძესთან საუბარს ადასტურებს ირაკლი ზარქუა. მისი თქმით, მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მას "ესაუბრა".

ჩვენ გვქონდა საუბარი, - ამბობს ზარქუა. 

მსგავსი სიახლეები