ეკა ჭიჭინაძე: [მამუკა მდინარაძე] დაიღალა ალბათ [ვიდეო]
"დაიღალა ალბათ", - ასე პასუხობს მამუკა მდინარაძს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ დასმულ შეკითხვას "ოცნების" დეპუტატი ეკა ჭიჭინაძე. დამატებითი განმარტებები მას ამ საკითხზე არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წავსლის შესახებ განაცხადა.
31 აგვისტოს პარლამენტში გაკეთებული განცხადების მიხედვით, „ქართული ოცნება“ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნას აღარ გეგმავს. შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული თანამდებობა თავდაპირველად მამუკა მდინარაძისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა საბოლოოდ მისი შექმნის გადაწყვეტილება შეიცვალა.