შეეძლოთ, ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც მოკლეს ზვიად გამსახურდია - მიხეილ სააკაშვილი

29.11.21 13:58
შეეძლოთ, ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც მოკლეს ზვიად გამსახურდია - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამშობლოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებას განმარტავს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, მას უკრაინაში ყველანაირი პირობა ჰაქონდა, რომ თავი კარგად ეგრძნო, თუმცა შორიდან ვერ უყურებდა იმ მძიმე ვითარებას, რაც საქართველოში ხდება: 

მე უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, იფსოსის გამოკითხვით ვიყავი მთავარი პირველ ადგილზე, ვისაც ისურვებდნენ უკრაინის პრემიერმინისტრად და მეტიც, მინიმუმ ორჯერ მაქვს ნათქვამი უარი უკრაინის პრემიერმინისტრობაზე პრეზიდენტ პოროშენკოს დროს. 

რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასდროს ვყოფილვარ ასე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში. სახლიც მქონდა, კარიც მაქვს, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც. მთელს მსოფლიოში ვკითხულობ ლექციებს და რა თქმა უნდა, ყველა ამ ლექციებში მიხდიდნენ ფულს და ამგვარად, მე ეს ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით ყოველ შემთხვევაში და ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლება, გზაში მოვეკალი, ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც მოკლეს ზვიად გამსახურდია, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი, როგორც ყველა დავრწმუნდით, არის მინიმალური" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"მიყვარს უკრაინა, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო" - თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. 

ალბათ, ბევრი იტყვის რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ყველა ზემოხსენებულზე: ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა, ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაძვრენის შანსი არის მინიმალური. არის ყველაფერზე მეტი ის რაც მე მამოძრავებს, მიზეზი თუ რატომ ვარ აქ და ეს არის ის, რომ მე მართლაც მიყვარს უკრაინა, სადაც 17 წელზე მეტი გავატარე, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო"- განაცხადა მან.  

მსგავსი სიახლეები