ინაშვილი ადამიანების თვითმკვლელობის შესაძლო იმიტაციაზე საუბრობს და გამოძიების დაწყებას ითხოვს
ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე კითხვებს ირმა ინაშვილიც სვამს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ის თვითმკვლელობის იმიტაციასაც არ გამორიცხავს, რადგან მიჩანია, რომ ლაზარესნაირი აღმსარებელი და მაზიარებელი კაცი თავს არ მოკლავდა.
ირმა ინაშვილი ეჭვეობს, რომ ღარიბაშვილის სიცოცხლეც საფრთხეშია და მისთვის დაცვის მექანიზმის ამოქმედებას ითხოვს.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლაზარე ჯორბენაძე აღმსარებელი და მაზიარებელი კაცი იყო და მისი თვითმკვლელობა იმთავითვე ეჭვს იწვევდა და უამრავ კითხვას ბადებდა.
ღარიბაშვილის წერილი ცხადყოფს, რომ ნებისმიერი კრიტიკა, ჩვენს შემთხვევაში კი, სრულიად საფუძვლიანი კრიტიკა მტრობის რანგში იყო აყვანილი მდინარაძე- კობახიძის გუნდის მიერ, რომელიც საკუთარი უცოდინარობის და უვარგისობის გამოსწორებას კი არ ცდილობდა, არსებული პრობლემების სხვებზე გადაბრალებით იყო დაკავებული.
მაგრამ სხვებზე გადაბრალება აქ უკვე ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ახლა საჯაროდ დაისმება კითხვები, როგორც უსაფუძვლოდ დაპატიმრებული ადამიანების შესახებ და რაც უარესია, ადამიანების თვითმკლელობებთან დაკავშირებით.
პირველი კითხვა უკვე დასმულია, ის ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასვა და ეს კითხვა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას ეხება, თუმცა, მე არ გამოვრიცხავ- თვითმკვლელობის იმიტაციასაც კი, რადგან უკვე ვთქვი, რომ ეს კაცი აღმსარებელი და მაზიარებელი იყო, რაც თვითმკვლელობას ეჭვს ქვეშ აყენებს.
ვფიქრობ, პროკურატურა ვალდებულია,- დაიწყოს მოკვლევა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
ამავდროულად, სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია, ამიტომ საჯაროდ მივმართავ შესაბამისი კომპეტენციის ორგანოებს,- განსაკუთრებული დაიცვის რეჟიმი აამოქმედონ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, - წერს ინაშვილი.