თინა ბოკუჩავა „პოსტივის“ და შალვა რამიშვილისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს

01.09.26 23:09
თინა ბოკუჩავა „პოსტივის“ და შალვა რამიშვილისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს

თინა ბოკუჩავა პოსტივის ჟურნალისტის და პროდიუსერისგან, შალვა რამიშვილისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს, მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, ის ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა და ამისთვის 6 თვით მართვის მოწმეობა ჩამოერთვა.

ბოკუჩავამ “ტვ პირველის“ ეთერში მიიტანა ექსპერტიზის პასუხი, სადაც წერია, რომ მის სისხლში ეთილის სპირტი არ აღმოჩნდა, შესაბამისად, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ სასამართლოსთვის მიმართვას ამ ქვეყანაში აზრი არ აქვს, რადგან სიმართლეს მაინც ვერ დაამტკიცებს და ამიტომ ითხოვს, საჯარო ბოდიშს ყველასგან, ვინც მისი თქმით, მასზე სიბინძურე, ტყუილი და დეზინფორმაცია გაავრცელა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლობსი შედეგად, რუს-ქოცურ-პროპაგანდისტულ სანქცირებულ მედიად წოდებულ ცილისმწამებლებთან, პოსტივის ვგულისხმობ, გამოიწვია ის, რომ ეს სიცრუე საერთოდ საზოგადოებაში გავრცელდა. ნორმალურ ქვეყანაში მივმართავდი სასამართლოს, მაგრამ ამ ქვეყანაში სასამართლოს გამოყენებას აზრი არ აქვს, მაგრამ ეთერით, საჯაროდ მინდა მოვითხოვო ბოდიში, იმ კონკრეტული ახალგაზრდა ქალისგან, ჟურნალისტისგან და მისი დამკვეთისგან, პროდიუსერისგან, შლვა რამიშვილისგან, და ყველასგან ვინც იყო ამ სიბინძურის, დეზინფორმაციის, ტყუილის გავრცელებაში ჩართული. ადამიანის რეპუტაციის და ღირსების შელახვა, რასაც ისინი 14 წელია აკეთებენ, არ უნდა შერჩეთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და ამავდროულად, ამის მიღმა, ყველამ უნდა აგოს პასუხი, ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პოსტივიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად,  თინა ბოკუჩავას მართვის მოწმობა 6 თვით შეუჩერდა. მათი ცნობით, ის ფიატის მარკის ავტომობილს აბაშიძის ქუჩაზე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და დაჯარიმდა ადმინისტრაციული სამარღალდარღვევის კოდექსის 116 პრიმა მუხლით.

 

მსგავსი სიახლეები