რომ ატრიალებთ მუდმივად კადრებს 7 ნოემბრის, გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა?! - სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 7 ნოემბრის საქმე მისთვის უსიამოვნოა, ამავდროულად მესამე პრეზიდენტმა საქმის პროკურორებს 20 ივნისის და "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, გარდაცვალება შეახსენა.
რომ ატრიალებთ მუდმივად კადრებს 7 ნოემბრის, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და დღემდე ძალიან ცუდად ვიგონებთ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი, გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა?!", - განაცხადა სააკაშვილმა.