კალაძის თქმით, 38 ნაგავმზიდი იყიდეს

02.09.26 12:44
კალაძის თქმით, 38 ნაგავმზიდი იყიდეს

შპს „თბილსერვის ჯგუფს" 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა - ამის შესახებ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე  კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ქალაქი იყოს კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული, ასევე დროულად მოხდეს ნარჩენების გატანა.

დედაქალაქში დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. ჩვენ საზოგადოებას მიმდინარე წლის მარტში უკვე წარვუდგინეთ 22 ერთეული ახალი, სპეციალიზებული ტექნიკა, თუმცა ამით პროცესი არ დასრულებულა. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს დაემატა 38 ერთეული ნაგავმზიდი, რაც მოგვცემს იმის  შესაძლებლობას, რომ ქალაქი კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული იყოს, დროულად მოხდეს ნარჩენების გატანა, რაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესყიდული ტექნიკა ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების დროულად, ეფექტურად გატანა. ქალაქი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული, ამაში კი განსაკუთრებული როლი აქვს შესაბამისი ტექნიკის არსებობას და მის განახლებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები