ღარიბაშვილის ლიკვიდაცია ხომ არ იგეგმება? - "ოცნების" მხარდამჭერი ექს-პრემიერის შინაპატიმრობას ითხოვს

02.09.26 15:05
ღარიბაშვილის ლიკვიდაცია ხომ არ იგეგმება? - "ოცნების" მხარდამჭერი ექს-პრემიერის შინაპატიმრობას ითხოვს

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ლალი მოროშკინა ექს-პრემიერის ლიკვიდაციის სასიშროებაზე საუბრობს და თვლის, რომ  "უფრო უპრიანად" მიიჩნევს, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შინაპატიმრობაში გადაიყვანონ. 

მისი თქმით, ციხე დაცული არ არის. 

ხომ არ არის 
"საკრალური მსხვერპლი" ირაკლი ღარიბაშვილი?
ხომ არ იგეგმება მისი ლიკვიდაცია?
ვის ინტერესებშია სცენარის დრამატული განვითარება?
ცხადია ნაცების.
კბილი-კბილის წილ სცენარი-
ერთი მოკლული პრემიერი იქით, ერთი მოკლული პრემიერი აქეთ...მოქმედებაშია.
ახლა შევხედოთ გარემოებას,
როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ არსებობს დაცული ციხე, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით , რომ როგორც ყველა სისტემაში, ასევე გისოსებს მიღმა სამყაროში უამრავი აგენტია.
რას მივიღებთ ყოფილი პრემიერის ლიკვიდაციის შემთხვევაში?
სრულ კოლაფსს.
ვის აწყობს კოლაფსი?
აბა გამოიცანით.
მოკლედ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, სტალინის ლუკვიდაციაც კი მოახერხეს, ასე რომ თავს ნუ დავდებთ...
ვფიქრობ, უფრო უპრიანი იქნება ირაკლი ღარიბაშვილის შინა პატიმრობა.
თავისთავად შეწყდება სპეკულაცია პაემნებზე  და პასუხისმგებლობა ოჯახის წევრებზეც გადანაწილდება.
P.S.მაინც გიკონკრეტებთ.
შავი სამყარო, დაბალი რგოლის უწყების თანამშრომლები და ა.შ.
მილიონ დოლარად ყველაფერი კეთდება!
გადახედეთ ნაცების ერთთვიან ნარატივს"- წერს მოროშკინა. 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს რიგით მეხუთე განცხადება გაავრცელა, რომელშიც პირველად ახსენა ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძესთან ერთად და ორივე ქვეყნისთვის, ადამიანებისა და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ ზიანში თანამონაწილედ დაასახელა. ღარიბაშვილი ასევე ეჭვქვეშ აყენებს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიას - კაცის, რომელიც „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ღარიბაშვილს დადებითად, კობახიძეს კი კრიტიკულად აფასებდა და მას დავით-გარეჯის "გაყიდვაში" ადანაშაულებდა.    

მსგავსი სიახლეები