ციხის უფროსმა მითხრა, რომ გადავყავარ მრავალპროფილიან კლინიკაში - სააკაშვილის თქმით, ის გლდანში მოტყუებით წაიყვანეს
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ რუსთავის ციხის უფროსმა ის მოატყუა და უთხრა, რომ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაჰყავდათ. სააკაშვილი ყვება, რომ ამის შემდეგ ის გლდანის დაწესებულებაში აღმოჩნდა. სააკაშვილის თქმით, გლდანის ციხის პატიმრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მესამე პრეზიდენტი იქ გადაჰყავდათ.
ამის შემდეგ მოვიდა ციხის უფროსი და მითხრა, რომ დაკმაყოფილდა თქვენი შუამდგომლობა, თქვენ გადაჰყავხართ მრავალპროფილიან კლინიკაში, ვუთხარი სად არის, მან მითხრა, თბილისში,ნუ ნერვიულობთ კარგი კლინიკაა, უსაფრთხოების გამო ვერ გეტყვით, მაგრამ ის არის ზუსტად რაც თქვნე გინდათ.
მე ამ ვერაგობას ბოლომ ევერ შევეჩვიე, ჩქარა-ჩქარა ჩაალაგე ნივთები და წადი, ჩაჯექი სასწრაფო დამხარების მანქანაში, მიმიყვანეს გლდანის დაწესბეულებაში, სადაც პატიმრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მე მივიდოდი, არ იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, ატყდა "შუმოკი" და ჩემი სახელის ყვირილი ეგრევე", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.