"ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან!" - ხაბეიშვილი
"არ გამიკვირდება, კობახიძემ რომ სცადოს ბიძინას განეიტრალება" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დაკავებული ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ "ამ მოკლე დროში, ან კობახიძემ უნდა დაასწროს და ივანიშვილზე საქმე აღძრას, ან კობახიძე-მდინარაძეზე ერთი ჩვენების მიმცემი უკვე არსებობს".
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" სამარკო ნიშანი მხოლოდ "კორუფცია და ფულში ცურაობა არ არის და მკვლელებიც არიან".
ფარცხალაძე თავად ამხილეს მკვლელობის ორგანიზებაში, ახლა ღარიბაშვილი ამხელს კობახიძეს მკვლელობების დაგეგმვაში - უკეთეს შემთხვევაში, თვითმკვლელობამდე მიყვანას აბრალებს.
ასევე, ღარიბაშვილი ამხელს, რომ პროკურატურა და სასამართლო არ არსებობს! - არსებობს წერილები, შეთვლები და ასე წყდება „საქმეები“.
პროკურორ გვარაკიძეს, რომელიც მდინარაძის კადრია, მძიმე რეალობა აქვს - ან ღარიბაშვილის ნათქვამზე დაიწყებს გამოძიებას, ან არა და ფარცხალაძესავით გაიქცევა მოსკოვში, კომუნისტურ პარტიაში.
ამ მოკლე დროში, ან კობახიძემ უნდა დაასწროს და ივანიშვილზე საქმე აღძრას, როგორც მთავარ დირიჟორზე, ან ივანიშვილი უახლოვდება და კობახიძე-მდინარაძეზე ერთი ჩვენების მიმცემი უკვე არსებობს.
სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ რომ სცადოს ბიძინას განეიტრალება.
ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან! სისხლიანი, მკვლელი, კაცთმოძულე, ლეშიჭამია ხალხი ჰყავს თავმოყრილი ივანიშვილს!
პ.ს. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მკვლელებს აფინანსებენ და მათთან ერთად ქვეყანას ძარცვავენ ივანიშვილის მთავარი მოკავშირეები - ვანო ჩხარტიშვილი, ძმები ფხაკაძეები, ენუქიძე, წულაიები, ჩიგოგიძე, ობოლაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, პაპაშვილები და ა.შ.
მთავარი კრიმინალური ბანდის მეთაურები, დამფინანსებლები ესენი არიან!" - წერს ლევან ხაბეიშვილი.