ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ "ოცნება" პარტიულ ყულაბას კრიპტო-ვალუტებით, მაინინგით და გათეთრებული ფულით ავსებს

02.09.26 19:54
ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ "ოცნება" პარტიულ ყულაბას კრიპტო-ვალუტებით, მაინინგით და გათეთრებული ფულით ავსებს

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ "ოცნება" პარტიულ ყულაბას კრიპტო-ვალუტებით, მაინინგით და გათეთრებული ფულით ავსებს. 

ამის შესახებ მან Facebook live-ში ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს. 

ბიუჯეტის შევსების პრობლემა ნამდვილად დგას. რაც არ უნდა იყოს შემოსავლები ამ ქვეყანაში, მთავარი შემოსავლები დღევანდელ დღეს არ არის ის გადასახადები იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია უმუშევარი და გადასახადებიდან შემოსავლები ძალიან შემცირებულია. ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებულია, რომ არა ის მშენებლობები, მაგრამ ის ვიცით, რომ დიდწილად მიდის კორუფციაში და ქვეყანა დგას რეალურად იმ შემოსავლებზე, რომელიც არ მიდის ბიუჯეტში - კრიპტო-ვალუტები, მაინინგი, ფულის გათეთრება, სანქციების გვერდის ავლის შემოსავლები. 

ეს არის შემოსავლები რეალურად ქვეყნის და ეს ქვეყნის შემოსავლები იმდენად შავ ხვრელში გადის, რომ ის ბიუჯეტში ვერ აისახება. მიდის პარტიის ყულაბაში, თუ პირად ჯიბეებში, მაგრამ ვერ შემოდის ბიუჯეტში," - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

მსგავსი სიახლეები