"ძლიერი საქართველო-ლელოს" ლიდერებმა 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

02.09.26 21:36
"ძლიერი საქართველო-ლელოს" ლიდერებმა 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

"ძლიერი საქართველო-ლელოს" ლიდერებმა 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებთან, დღეს, სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

მაჟორიტარობის კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამა წარადგინეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს, იქნება ეს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა თუ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები. „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერების განცხადებით, მათთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე და მისი ინტერესების დაცვა. 

წალკის საარჩევნო ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს: იმერას, ბარეთს, საბეჭისსა და ლივადს, „ძლიერი საქართველო ლელოს“ კანდიდატი იქნება ზაზა შანთაძე.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში კოალიციას ბექა კოპალაძე წარმოადგენს.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში კი „ძლიერი საქართველო-ლელოს“ კანდიდატი  ვაჟა ნონიაშვილი იქნება. 

არც ერთ მოქალაქეს არ დავტოვებთ მარტო და არც ერთი ადამიანის ინტერესს არ დავთმობთ. სადაც მოქალაქეა, იქ უნდა იყოს მისი პოლიტიკური წარმომადგენელიც, ჩვენი მთავარი ვალდებულება ადამიანების ინტერესების დაცვაა. ავტორიტარული რეჟიმი არაფერს თმობს ბრძოლის გარეშე, ეს ბრძოლა ყველა პოლიტიკურ სივრცეში უნდა გაგრძელდეს. ამიტომ „ძლიერი საქართველო-ლელო“ არ ტოვებს ბრძოლის არც ერთ  ველს. ჩვენ ერთდროულად ვაგრძელებთ ბრძოლას საერთაშორისო მიმართულებით, საზოგადოებრივ პროტესტში, ინსტიტუციურ სივრცეში, ადგილობრივ თვითმმართველობებში და რა თქმა უნდა არჩევნებში” - აცხადებენ კოალიციაში.