„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

03.09.26 12:58
„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

  • უწყება X-ზე წერს, რომ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები - იოჰან ვადეფული, ჟან-ნოელ ბარო და რადოსლავ სიკორსკი ვაიმარში, აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატის 35-ე წლისთავს აღნიშნავენ.

მინისტრები უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების საკითხებს, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და საქართველოში არსებულ ვითარებას და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს განიხილავენ.

ცნობილია, რომ მინისტრებმა მოლაპარაკებები ოთხშაბათს საღამოს დაიწყეს, ხოლო დღეს ისინი თიურინგიის მხარის პრემიერსა და ვაიმარის მერს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები