ექიმი მოვიდა და მითხრა: თუ გინდა გადარჩე, ანალიზები არ გაიკეთო! - სააკაშვილის სკანდალური განცხადება

29.11.21 14:36
ექიმი მოვიდა და მითხრა: თუ გინდა გადარჩე, ანალიზები არ გაიკეთო! - სააკაშვილის სკანდალური განცხადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სკანდალური განცხადება - მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას წამებით კლავდნენ. 

როგორც მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა თქვა, რომ არა საზოგადოების აქტიურობა, ის ვერ გადარჩებოდა.

სააკაშვილმა გონების დაკარგვის ეპიზოდი გაიხსენა და თქვა, რომ იუსტიციის სამინისტრო მის კლინიკაში გადაყვანას განგებ აჭიანურებდა. 

20 წუთის განმავლობაში მქონდა გონება დაკარგული, რომ არა გულიკო ქილიფთარი, მოვკვდებოდი, თან ლოყაზე ხელს მარტყამდა, თან მკოცნიდა, მეუბნებოდა, არ მოკვდეო!  ამის შემდეგ, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ, მე ნორმალური მდგომარეობა მაქვს, ამიტომ მათი სპეციალისტები მოვლენ, აიღებენ ანალიზებს და გადაწყვეტენ, გადასაყვანი ვარ თუ არა. მიმდინარეობდა ჩემი კლინიკაში გადაყვანის გაჭიანურება, რომ მომკვდარიყავი. 

ამის მერე მოდის ჩემთან, ამ დაწესებულების ერთ-ერთი ექიმი, წესიერი ადამიანი და მეუბნება - თუ გინდა გადარჩე, ჩვენები შემოგთავაზებენ ანალიზების გაკეთებას და არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდე. ეს არის ნაღდი სიკვდილი" - თქვა სააკაშვილმა. 

მისი თქმით, ის საზოგადიოებამ გადაარჩინა: 

 განზრახ მკვლელობა ხდებოდა წამებით, არაადამიანური მოპყრობით. აღარ ვლაპარაობ ჩემს პირადი კადრების გავრცელებაზე, მუდმივ მოწოდებაზე, რომ გამეგრძელებინა შიმშილობა, უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ შემოთავაზება, რომ მე მაქვს თვითმკვლელობის უფლება, რომ 50-ე დღეზე რატომ უნდა ვიცოცხლო, ფსონების დადება, რომ აბა, 45 დღეს იცოცხლებს თუ 49-ს, სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ გაცხადებულს"- თქვა სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები