რას უნდა ელოდოს “ოცნება“ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებისგან - რა მოლოდინი აქვთ ოპოზიციაში
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან საქართველოს საკითხის განხილვა კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ “ზეწოლა რეჟიმზე აუცილებლად გაგრძელდება“.
“ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი სიორიძის თქმით, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ხელისუფლებების ასეთი ინტერესი კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ.
ვაიმარის ტრიო აქამდეც ინტენსიურად იყო ჩართული ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრის გზების ძიებაში. ის რომ საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ხელისუფლებები ასეთ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ, გამოიტახება იმაშიც, რომ მათი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ არის განგრძობადი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზეწოლა რეჟიმზე აუცილებლად გაგრძელდება, - ამბობს გიორგი სიორიძე.
“მძიმე განცხადებებს“ ელოდება ნიკა გვარამიაც. კოალიცია„ ცვლიელბისთვის“ ლიდერი ფიქრობს, რომ ამ განხილვის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე მოლოდინები ირაკლი კობახიძეს უნდა ჰქონდეს.
მძიმე მოლოდინები უნდა ჰქონდეს განსაკუთრებით პრემიერად წოდებულ კობახიძეს, მე რამდენადაც ვატყობ ეს ბოლო შანსია, იქნებ დალაგდეს დასავლეთთან, მძიმე განცხადებები იქნება და მისი ადგილი არ ვიცი ახლა ღარიბაშვილის გვერდით იქნება თუ სად, მაგრამ მთავრობაში არა, - ამბობს გვარამია.
“უფრო მეტ სანქციებს“ აანონსებს “ენმს“-ის წევრი, ანა წითლიძე. როგორ ის აბობს, მსგავს შეხვედრებს კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება ხოლმე.
ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების ბრძოლას პრორუსი ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, დაინტერესებულნი არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსგავს შეხვედრებს ყოველთვის მოჰყვება ხოლმე კონკრეტული ნაბიჯები და ეს ნაბიჯები, დარწმუნებულები ვართ იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია რუს ოლიგარქიულ სისტემაზე, - ამბობს წითლიძე.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
- უწყება X-ზე წერს, რომ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები - იოჰან ვადეფული, ჟან-ნოელ ბარო და რადოსლავ სიკორსკი ვაიმარში, აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატის 35-ე წლისთავს აღნიშნავენ.
მინისტრები უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების საკითხებს, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და საქართველოში არსებულ ვითარებას და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს განიხილავენ.
ცნობილია, რომ მინისტრებმა მოლაპარაკებები ოთხშაბათს საღამოს დაიწყეს, ხოლო დღეს ისინი თიურინგიის მხარის პრემიერსა და ვაიმარის მერს შეხვდებიან.