ხაბეიშვილი ასახელებს გვარებს, რომლებიც მისი მტკიცებით, ივანიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის სქემაში ჩართო

03.09.26 18:06
ხაბეიშვილი ასახელებს გვარებს, რომლებიც მისი მტკიცებით, ივანიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის სქემაში ჩართო

პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოკუპირებულ აფხაზეტში საწვავის შეტანის სქემაზე საუბრობს - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონკრეტულ გვარებს ასახელებს. 

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომრის მტკიცებით, ივანიშვილს კრემლიდან დაურეკეს, მან კი საქმეში ვანო ჩხარტიშვილი და მისი ძმა ჩართო. 

ხაბეიშვილი ირწმუნება, რომ სქემაში ასევე ჩართეს გეკა გელაძე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთის გატარებაზე იყო პასუხისმგებელი. 

„აფხაზეთში საწვავის შეტანის სავარაუდო სქემა: ივანიშვილს დაურეკეს კრემლიდან, ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილს და მის ძმას სთხოვა ამ საწვავის მოძიება და, სავარაუდოდ, ჩხარტიშვილმა ჩართო სქემაში „ქონექთი“.

ამის შემდეგ სქემაში ჩართეს გეკა გელაძე და ეს ტვირთი გააცილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსებისთვის.

ისინი არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ ეხმარებიან რუსებს, არამედ ხელს უწყობენ გინტურის მკვლელებს, მცოცავ ოკუპაციას და საქართველოს დაქუცმაცებაში ასხამენ ბენზინს!“, - ნათქვამია ლევან ხაბეიშვილის წერილში.

ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც საწვავით ფაქტობრივად სრულად რუსეთიდან მარაგდება, უკვე არაერთი კვირაა დეფიციტია. ავტოგასამართი სადგურების წინ რიგებია, ხშირად საწვავი მხოლოდ ლიმიტირებული მოცულობით გაიცემა, 12 აგვისტოს კი ცნობილია გახდა ის, რომ რეგიონში პირველად მოხდა საწვავის შეტანა საქართველოდან.

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. აღნიშნული მისმა მფლობელმა გიორგი არველაძემაც დაადასტურა 

მსგავსი სიახლეები