პასტას ვერ გააგდებინებენ, სხვა ბრალდებაც გამოვლინდება - ზარქუა სააკაშვილზე
რეალური პროცსი ახლა იწყება -უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმიანება. ირაკლი ზარქუას პროგნოზით, შესაძლოა, გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სხვა დანაშაულიც გამოიკვეთოს.
პასტას და ფურცელს ვერ გააგდებინებენ, გირგვლიანის და გელაშვილის საქმეზე სხვა ბრალდებაც შეიძლება გამოვლინდეს და მათ წინააღმდეგ ჩვენება სააკაშვილმა თავად მისცეს.
მე მაქვს ვარაუდი, რომ სააკაშვილი საკუთარ დანაშაულებს გამოექცა უკრაინიდან, ის პატივს არ სცემს ქართულ მართლმსაჯულებას, არც ქართულ პასპორტს და არაფერს. - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს.