კობახიძეს, მდინარაძის გაგდებით, თავისი ადგილი მიუჩინეს - სალომე სამადაშვილი

03.09.26 22:01
კობახიძეს, მდინარაძის გაგდებით, თავისი ადგილი მიუჩინეს - სალომე სამადაშვილი

კობახიძეს თუ ჰქონდა ილუზია, რომ რაღაცას წარმოადგენდა, მდინარაძის გაგდებით თავისი ადგილი მიუჩინეს, - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა “თეა ადეიშვილის დღის ამბებში“ განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძე ე.წ. უჩინო გენერალია და რეალურად მას არანაირი ძალაუფლება არ აქვს.

ხვალ რომ უნდოდეს, ისე გადაუგრიხავენ კისერს, რომ ხმის ამოღებას ვერ მოასწრებს,- განაცხადა სამალადაშვილმა.

კობახიძე არ აკონტროლებს იმას, სადაც არის ძალაუფლების ცენტრი ამ ქვეყნაში, მას თავისი ადგილი მიუჩინეს უკვე, მას თუ ჰქონდა ილუზია, რომ რაღაცას წარმოადგენს რეალურად, ამ მდინარაძის გაგდებით, თუ ჩამოშორებით, მას უთხრეს, რომ შენი ადგილი იცოდე. ამის მიღმა, მე არ ვიცი, შესაძლოა მეშლება და ვინც უკეთ ერკვევა შიდა დინამიკაში, გამისწოროს, მაგრამ არერთ ძალაუფლების ცენტრს, სადაც ძალაუფლებაა და სამწუხაროდ, ამ რეჟიმში, რომელიც დღეს მოქმედებს ჩვენ ქვეყანაში, ეს ძალაუფლების ცენტრი არის ძალოვანი უწყებები, პროკურტურა და სასამართლო, რომელიმეს აკონტროლებს კობახიძე? ეჭვი მეპარება, მას რაიმე კონტროლის მექანიზმები ჰქონდეს. ის არის ე.წ. უჩინო გენერალი და რეალურად მას არანაირი ძალაუფლება არ აქვს. ხვალ რომ უნდოდეს, ისე გადაუგრიხავენ კისერს, რომ ხმის ამოღებას ვერ მოასწრებს, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.