საქართველოს ისტორიაში მთავარი პროცესი, სადაც, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი წარდგა სასამართლოს წინაშე - ნიკა გვარამია
ეს იყო საქართველოს ისტორიაში მთავარი პროცესი, სადაც ამ ქვეყნის, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის სიტყვას, ადვოკატი ნიკა გვარამია.
ეს (სააკაშვილის განსასჯელის სკამზე ყიფნა) არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ აკნინებს მიხეილ სააკაშვილს არც ერთი წამით. რაც შეეხება პროკურატურას, მის წარმომადგენლებს, არც ვილაპარაკებ ამასთან დაკავშირებით ახლა, როდესაც ვლაპარაკობთ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"ტვ პირველის" კითხვაზე ელოდებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს სასამართლო პროცესზე, გვარამიამ განაცხადა:
„ველოდებოდი. მე ვფიქრობ, ძალიან კარგი სიტყვა იყო, ეს ნაწილი განსაკუთრებით“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი