ელისო კილაძე მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ ალაპარაკებას აანონსებს
ელისო კილაძე მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ ალაპარაკებას აანონსებს. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ეს შესაძლოა დღევანდელ პროცესზეც მოხდეს. რა ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს ქრონიკა პლუსის დამფუძნებელი ჯერ ადვოკატისთვის უცნობია.
დღეს 15:00 საათზე ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ელისო კილაძე განცხადებას გააკეთებს მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით"- თქვა ადვოკატმა ადვოკატმა ნათია კოტრიკაძემ.
ჟურნალისტის კიდევ ერთი უფლებადამცველის, ვალერი გელბახიანის განცხადებით კი დღეს გაკეთებული განცხადება შესაძლოა საფუძველი გახდეს ახალი გამოძიების დაწყების.
თუ ამ განცხადებებში იქნება ისეთი საფუძველი, რომელის გამო შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება, ამას თავად პროკურორი შეაფასებს"- დასძინა ადვოკატმა.
- ელისო კილაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩაში 18 თებერვალს დააკავეს.
- „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ელისო კილაძე დაკავების პირველივე დღიდან ამბობს, რომ ის მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია.
- ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.
- კილაძის საქმის წარმოება ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი - სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.